რა ფორმატით გააგრძელებენ მუშაობას თავისუფალი დემოკრატები თბილისის საკრებულოში, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ამ საკითხთან დაკავშირებით სავარაოდოდ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს. თავისუფალმა დემოკრატებმა საკრებულოში საქმიანობის შეწყვეტის მიზეზად ფრაქციასა და პარტიას შორის წარმოქმნილი შეუსაბამობა დაასახელეს. გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიასთვის. თუმცა საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ რიმა ბერიძესთვის პარტიის გეგმა გაუგებარია. ის მზად არის თავისუფალ დემოკრატებთან თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.