გასულ წელს ბანკმა „რესპუბლიკამ“ წარმატებით განახორციელა თავისი უნიკალური პროექტი - „პრო ბონო ფორუმი“, რომელიც ბანკის ბიზნესკლიენტებისათვის იყო გამიზნული. მათივე თხოვნით, წელს ფორუმის მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ დღეს, დღის 3 საათზე დაიწყო.
„პრო ბონო ფორუმი“ რამდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა (ლათ: pro bono publico), ბანკის საკონსულტაციო როლის და კლიენტებთან პარტნიორობის გაძლიერება და ცოდნის გაზიარების გზით ბიზნესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა. შეხვედრები ბანკ „რესპუბლიკის“ მენეჯმენტს, მოწვეულ ექსპერტებს და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების მენეჯერებს აერთიანებს.
წლევანდელი ერთდღიანი ინტერაქტიური „პრო ბონო ფორუმი“ შემდეგი ვორქშოფებისაგან შედგებოდა: „ცვლილებების მართვა,“ „საქართველოს მაკროეკონომიკური სიტუაცია“ და „საგადასახადო საკითხები.“ მონაწილეებმა მომხსენებლებთან ერთად ბიზნესის პრაქტიკული ასპექტების შესახებ იმსჯელეს, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და კონკრეტული შემთხვევები განიხილეს.
„საბანკო საქმიანობა პირველ რიგში მომსახურებაზე ორიენტირებული პროფესიაა. ამიტომ, კლიენტებთან ჩვენი ურთიერთობის ხარისხი ჩვენი მომსახურების გულში დევს. სწორედ ეს იგულისხმება ჯგუფის მთავარ ლოზუნგში: „ერთად შევქმნათ გუნდური სულისკვეთება.“ გუნდური სულისკვეთების შექმნა დაპირებაზე მეტია. ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენი ცოდნა და ენერგია კლიენტების სრული ნდობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბანკ „რესპუბლიკაში“ ვმუშაობ და ჩვენს კლიენტებთან ერთად დროის შინაარსიანად გატარების ყველა შესაძლებლობით ვსარგებლობ”, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა, ანტუან გაბიზონმა .