თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა. როგორც ჟურნალისტებთან დავით ნარმანიამ განაცხადა კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეები გაირკვევა.
"კონკრეტული თარიღი საკრებულოსთან კონსულტაციების საფუძველზე ამ დღეებში დაზუსტდება. მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, მათ შორის მწვავე კითხვებსაც", - განაცხადა დავით ნარმანიამ.