საქართველოს პრეზიდენტი გაეროში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა . მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსაც. პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ გაეროში გვინეის, გრენადის, იამაიკის, კაბო-ვერდეს, ტიმორ-ლესტეს, ტონგას და უგანდას ელჩები.