საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრემიერსა და პრემიერს შორის არსებულ უთანხმოებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დროა ამ გაუთავებელ და ქვეყნისთვის დამამცირებელ ჭიდაობას შეეშვან.
,,ისევ დაიწყო პრეზიდენტის და პრემიერს შორის ურთიერთკრიტიკული გამოსვლები. ნიშანდობლივია და საკითხავი თუ რატომ ხდება რომ ეს სტატია ინგლისურად ქვეყნდება მხოლოდ და არ დევს ,,Civil.Ge”-ს ქართულენოვან საიტზე (იმ დროს როცა მე გავეცანი)! ეს საკმაოდ გასაკვირია და სამწუხარო, რამეთუ სწორედ ის ფაქტები შუქდება უცხოეთისთვის რომლებიც ყველაზე მავნებელია ქვეყნის პრესტიჟისთვის (იმავე დროს შუქდება ისიც რომ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადიციაზე უარი გამოგვიცხადა!). იგივე სტატია იგივე სათაურით ტრიალებს ,, Twitte”- ზე სადაც მოგეხსენებათ საერთოდ ქართული პოლიტიკის შესახებ ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება. ამ გაუთავებელ და ქვეყნისთვის დამამცირებელ ჭიდაობას დროა შეეშვან. ეს საქართველოს სურათს ავნებს გარეთ და ამაზე პრეზიდენტი როგორც პრემიერი უნდა პირველ რიგში ზრუნავდეს. და უფრო მნიშვნელოვანი კიდევ ეს ძალიან ცუდად აისახება საზოგადოებაზე, და საზოგადოების განწყობის მიმართ გულგრილობა არც პრეზიდენტს და არც პრემიერს არ წარადგებათ”, _ წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.