20 აპრილს, 16:30 საათზე, არტკაფე "ქარავანში" (ფურცელაძის #10) გაიმართება ახალი კატალოგის _ "ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფიია 1976-2009" _ პრეზენტაცია
კატალოგი მომზადდა და გამოიცა ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
დასურათებული კატალოგი მოიცავს 1976-2009 წლებში გადაღებულ ქართულ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმებს. ფილმოგრაფია წარმოადგენს გიორგი კოპაძისა და ქეთევან ლორთქიფანიძის ავტორობით 1978 წელს გამოცემული იმ ფილმოგრაფიის გაგრძელებას, რომელშიც თავმოყრილია 1916_1975 წლებში გადაღებული ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. კატალოგი შეადგინეს კინომცოდნეებმა ლიანა ხოშტარიამ და არჩილ შუბაშვილმა.
ეროვნული კინოცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული იყო 2000-იანი წლების ქართული კინოს 4 კატალოგი. ამდენად, ქრონოლოგიური სისტემატიზაციის მიღმა დარჩა მხოლოდ გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში შექმნილი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული კინოსურათები.
ახალი ფილმოგრაფია მოიცავვს 326 ფილმს და მასში შესულია კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და დამოუკიდებელ სტუდიებში შექმნილი ნამუშევრები.