ბრიუსელში დღეს ევროკავშირთან სტარტეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს. მანამდე თამარ ბერუჩაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებსა და გატარებული ღონისძიებებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველს მთვრობის მზაობას, გააგრძელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმები.