პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატებს კენჭი სავარაუდოდ დღევანდელ სესიაზე ეყრება. მანამდე კი წარდგენილი კანდიდატების საკითხს ბიუროზე განიხიალვენ. პარლამენტში 4 კომიტეტის თავმჯომარე უნდა აირჩიონ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად თინა ხიდაშელის, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელად გია ჟორჟოლიანის კანდიდატურაა წარდგინილი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს სავარაუდოდ თამაზ მეჭიაური დაიკავებს, დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს კი თემურ ჭკუასელი უხელმღძვენელებს. კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების არჩევაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ,,თავისუფალი დემოკრატები" მონაწილეობას არ მიიღებენ.