კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლით კმაყოფილია, თუმცა დეპუტატის თქმით, ისურვებდა გიორგი მარგველაშვილისგან უფრო მეტი ინიციატივა და შეთავაზება ყოფილიყო.
,,მე პირადად როგორც ერთი დეპუტატი ძალიან კმაყოფილი ვარ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით. პრაქტიკულად, ყველა თემაზე რაც დღეს საზოგადოების დღის წესრიგშია, რაზეც ადამიანებს კითხვები აქვთ, ან სურვილი მოისმინონ მათი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მიიღეს ძალიან მკვეთრი, ნათელი ხედვა”, _განაცხადა ხიდაშელმა.