,,ნაცმოძრაობის” დეპუტატის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში არ ისაუბრია ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემაზე რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მართავს ოლიგაქრი ბიძინა ივანიშვილი.
,,სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ შეეხო ამ ქვეყნის პრობლემის მთავარ არსს, რომ ამ ქვეყანას მართავს არა მთავარობა, გდაწყვეტილებებს იღებს არა ხალხის მანდატით აღჭურვილი პრეზიდენტი, არც ერთი ინსტიტუტი არ ასრულებს თავის ფუნქციას, არამედ ყველაა აწყობილი ერთ ადამიანზე, ერთ ოლიგარქზე, რომელიც სოლოლაკის შუშის სასახლიდან იღებს გადაწყვეტილებებს”, _აღნიშნა გაბაშვილმა.
გაბაშვილის განმარტებით, ,,პრეზიდენტი ძალიან რბილი იყო როცა ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობდა”.