პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
პრეზიდენტის მოხსენებაზე დასასწრებად რეგისტრაცია 100 დეპუტატმა გაიარა.
პრეზიდენტი პარლამენტში დღეს აქცენტს გააკეთებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება და მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეები 15 წუთიანი მიმართვით გამოვლენ.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.