ნატოს გენერალური მდივანი ევროკავშირს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას დახმარებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადებით იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებს მიმართა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ევროპა ამ ქვეყნებს რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და ჰიბრიდული ომის საფრთხეებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს."უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატოს პარტნიორი ქვეყნები არიან. მათ აირჩიეს განვითარების ევროპული გზა და იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს, მაგრამ ეს ქვეყნები რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს. ეს არის ნატოსა და ევროკავშირის ამოცანა,"-აღნიშნა სტოლტენბერგმა.