პარლამენტმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეები გამოვლენ და თითოეულ მათგანს 15 წუთი დაეთმობა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 31 მარტს 13:00 საათზე წარსდგება.