რა ფორმატში გამოვა პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში, დღეს გახდება ცნობილი. საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე უნდა მიიღონ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშივლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა 11 ფრაქციის თავმჯდომარეს უნდა დაეთმოს, რასაც პრეზიდენტის შემაჯამებელი გამოსვლა მოყვება. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში ხვალ პირველ საათზე ელოდებიან.