ქართულმა მხარემ ზღვის დაბინძურების ფაქტზე რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი ტანკერი "SARATOV CITY"-ი დააკავა.
ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იუწყება.
მათი ინფორმაციით, 17 აპრილს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 1 ნავმისადგომთან, ოპერაციების რეგიონული სამმართველო "ბათუმიდან" შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების გატარების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი ტანკერი "SARATOV CITY"-ი დააკავეს.
საქმის წარმოება სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მეორე მუხლით მიმდინარეობს.