,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. თუმცა პეტრიაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ღარიბაშვილის განცხადებას ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას მიმართ არასერიოზულს უწოდებს. როგორც პეტრიაშვილი აცხადებს ღარიბაშვილი სახედაკაგრული კაცია.
,, ღარიბაშვილის განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ასეთ არასერიოზულ განცახდებაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ღარიბაშვილი სახედაკაგრული კაცია”, -აცხადებს პეტრიაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის. ამის შესახებ, ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოს განმარტა.
"ალასანიას განცხადებას რაც შეეხება, მე არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტირებას. ვფიქრობ, ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს, არც დღეს წარმოადგენს, ის იყო კომუნიკატორი, ხოლო გადაწყვეტილება მოწოდებული იყო პრემიერ-მინისტრის სახელით, - აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთში ვიზიტისას საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემაზე მოლაპარაკებისას მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ შესაბამის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
ალასანიას თქმით, მას მიაჩნია, რომ პროექტის შეჩერება ჯანელიძისთვის მისაღები არ იყო.
"როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, როდესაც მანამდე ეს ყველაფერი უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული, არასწორი მითითებას არ დავემორჩილე და შეთანხმებას ხელი მოვაწერე. თუკი საქართველოს აქვს შანსი იმის, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, ეს იმის წყალობითააა რომ, შეთანხმება გაფორმდა", - განაცხადა ირაკლი ალასანაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით არის გარკვეული ვადები, რომელიც ჯერ არ გასულა, თუმცა დარღვევის შემთხვევაში, ის გამოვა და საზოგადოებას აცნობებს.