პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილმა რთულმა პროცესებმა ასახვა საქართველოშიც ჰპოვა, რის გამოც მთავრობის პრიორიტეტია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება.
,,ბოლო პერიოდში ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში, ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო. განვითარებული რთული პროცესები პირველ რიგში, ეკონომიკის კუთხით შეგვეხო. ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანაა რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება სწრაფად, გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობისთვის მტკივნეულია”, _განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.