დღეს გერმანიის ბუნდესტაგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს. შაკანონმდებლო ორგანოში უკვე შედგა 2 მოსმენა, დღეს კი მე-3 მოსმენის შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად ბუნდესტაგის ზედა პალატას გაეგზავნება. დღესვე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უკრაინასა და მოლდოვასთან.