არასდროს ვენდობოდი IRI -ის და NDi-ის კვლევებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა IRI -ის კვლევების შედეგებზე კოემენტარისას.
მისი თქით, მას აქვს გარკვეული კითხვები იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ატარებენ ამ კვლევებს.
„არასდროს ვენდობოდი IRI -ის და NDI-ის კვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგნანიზაციებს დიდი პატივს ვცემ. სამწუხაროდ, გარკვეული კითხვები მქონდა და დღესაც მრჩება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ატარებენ ამ კვლევებს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ნაწილი. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს.
IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.