რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გარემოს დაცვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისა და შესაბამისი ხელშეკრულების დროულად გაფორმების განკარგულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გასცა.
მან მოიწონა რუსეთის ბუნების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ ფედერალურ ორგანოებთან.
აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, იგეგმება გარემოს მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით საშიში ნარჩენების გადაზიდვა და კანსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების განვითარება.
რუსეთი სეპარატისტულ აფხაზეთთან ერთად შეთანხმებების რელიზებისათვის შესაბამისი სამუსაო ჯგუფების შემქნასაც აპირებს.
შეთანხმების გაფორმება 5 წლის ვადით იგეგმება.