ჯონ ქერისა და ანგელა მერკელის ვიზიტებზე მუშაობა გრძელდება. მის შესახებ საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერის საქართველოში ვიზიტი 2015 წლის მეორე ნახევარში შეედგება.
,,ქალბატონი მერკელის ვიზიტზე მოაზრებული თარიღი არის ამ წლის მეორე ნახევარი და ამაზე მუშაობა მიდის. რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. გვაქვს დიდი სურვილი, რომ საქართველოში ჩასატარებელ „ომნიბუსს“ ჯონ ქერიმ უხელმძღვანელოს, თუმცა ჯერ არ ვიცით, ეს ასე იქნება თუ არა. ან თუ შეირჩევა სხვა თარიღი”, -განაცხადა კერესელიძემ.