ნინო გვენეტძე დღეიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შერულებას ოფიციალურად შეუდგება. სასამართლოში ის პრეზიდენტთან ერთად მივა. გიორგი მარგველაშვილი ახლადარჩეულ თავმჯდომარეს თანამშრომლებს წარუდგენს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე ათი წლის ვადით პარლამენტმა 88 ხმით აირჩია.