პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტი უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, რომელიც მტავრობის უნდობლობის საკიტხის დაყენებისთვის ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს, სასაცილოა.
კობახიძე ნაციონალურ მოძრაობს ურჩევს, კარგად დათვალონ თავისი ხმებიც, უმრავლესობისაც.
„მათ რაღაც პროცედურები წამოიწყონ პარლამენტში, ეს ცოტა სასაცილოა. კარგად დათვალონ თავისი ხმებიც და უმრავლესობისაც. საკმაოდ მყარია დღეს უმრავლესობა და ეს არაერთი გადაწყვეტილების მიღებისას დადასტურდა. რაღაც აჟიოტაჟისა და ფაცი-ფუცის შექმნის სურვილი აქვთ, რასაც ბუნებრივია არანაირი შედეგი არ ექნება. ეს მთავრობა წავიდეს და რა, ვანო მერაბიშვილი მოვიდეს, სააკაშვილი და ისინი იმ ადამიანებზე იზრუნებენ ვისაც წლების განმავლობაში ღირსება აყარეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს და აწამეს?“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება მომავალი კვირიდან დაიწყება.
„შემდეგი კვირიდან ვიწყებთ ხელმოწერებისა შეგროვებას, რომ მთავრობის უნდობლობის საკითხი დავაყენოთ პარლამენტში. დაწრმუნებული ვარ, რომ ამ პროცედურის დასაწყებად საჭირო ხმების მოგროვება იქნება ძალიან მარტივი. დარწმუნებული ვარ რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც რეალუად ხედავენ პრობლემებს“, - განაცხადა კუბლაშილმა.