„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება მომავალი კვირიდან დაიწყება.
„შემდეგი კვირიდან ვიწყებთ ხელმოწერებისა შეგროვებას, რომ მთავრობის უნდობლობის საკითხი დავაყენოთ პარლამენტში. დაწრმუნებული ვარ, რომ ამ პროცედურის დასაწყებად საჭირო ხმების მოგროვება იქნება ძალიან მარტივი. დარწმუნებული ვარ რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც რეალუად ხედავენ პრობლემებს“, - განაცხადა კუბლაშილმა.