ხელისუფლებას შეეშინდა ჩვენი, ამას აქ სპეცრაზმის რაოდენობა მოწმობს, ჩვენ გვეამაყება პოლიცია და არ გვეშინია მისი,"- მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ პოლიციას ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები ციხეში ჩასვეს.
"დღეს რომ მოვდიოდით, სპეცრაზმი ისეთი რაოდენობით იყო მობილიზებული, რომ ფაქტია, დღეს ხელისუფლებას რეალურად შეეშინდა. ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება პოლიციის. მივესალმები იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით. მე მინდა, მივესალმო მათ. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ პოლიციას ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები ციხეში ჩასვეს. მივესალმებით პოლიციას. ჩვენ არ გვეშინია. გილოცავთ, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი შეეშინდა. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანად ჩვენ მიზნებს და შევცვლით ხელისუფლებას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.