ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონს შორის 18 მარტს ხელმოწერილი ე.წ. „ალიანსისა და ინტეგრაციის შეთანხმება“ და ადრე ხელმოწერილი ე.წ. „ალიანსისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება“ წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უარყოფითად აისახება როგორც კონფლიქტის მოგვარების პროცესზე, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
,,რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას და ასევე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას. მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ცალმხრივი და ამგვარი პროვოკაციული ქმედებებისგან, დისკუსია უნდა გაგრძელდეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, იმისათვის რომ მიღწეულ იქნას კონფლიქტის მოგვარების გადაწყვეტილებები.ლატვია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, _ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.