სახალხო დამცველის აპარატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას დააკვირდება.
ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდობიანად ჩაივლის და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ექნება.
,,სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება 21 მარტს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მიმდინარეობისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ექნება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მობილიზებული იქნებიან სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განუხრელად დასაცავად”, _ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ხვალ, 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ,,ნაციონალების აქცია” თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
პარტიის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა 14:00 საათისთვის ვარდებისა და კოლმეურნეობის მოედნებიდან დაიწყება და აქცია თავისუფლების მოედანზე კი 16:00 საათზე გაიმართება.