კანონმდბელებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ფარული კენჭისყრით, 84 ხმით, ერთის წინააღმდეგ მერაბ ტურავა აირჩიეს.
ტურავას კანდიდატურა დეპუტატებს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა.
საკითხის განხილვა სესიაზე უკვე მეორედ მოხდა, რადგან პირველ სხდომაზე ტურავამ ხმების საკამარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოში ვახტანგ გვარამია შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2013 წლის სექტემბერში ამოეწურა.