უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები სავსეა ,,ნაციონალების” აგენტებით და ,,ქართულ ოცნებას” ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.
,,მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შსს გამოავლინა პირი, რომელიც გივი თარგამაძესთან თანამშრომლობდა, არამედ შსს და სხვა მნიშვნელოვანი უწყებებიც სავსეა ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებით, აგენტებით. ,,ნაციონალური მოძრაობა” არის დესტრუქციული ძალა რომელიც მიზანმიმართულად მუშაობენ ქვეყნის განადგურებაზე”, _აცხადებს კაკაბაძე.
,,ჯი-ეიჩ-ენის” კითხვაზე რატომ ვერ ახერხებს ამ დრომდე ხელისუფლება სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდას ,,ნაციონალების” აგენტებისგან?- კაკაბაძე პასუხობს:
,,ვერ ახერხებს არა, არ უნდათ. რატომ არ უნდა ,,ქართულ ოცნებას” გაიწმინდოს ,,ნაციონალებისგან” ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები ესაა გამოსაძიებელი და დასადგენია დღემდე რატომ ვერ მოხერხდა ამ დამნაშავეებისგან ხელისუფლების გათავისუფლება. მგონია ამის მიზეზი არის ის კორუფციული ინტერესები რომელიც ,,ქართულ ოცნებას” ,,ნაციონალების” მიმართ გააჩნია. კორუფცია არ გულისხმობს მხოლოდ თანხას, ფულს, ეს არის ის ინტერესები რომელიც მათ შორის გაჩნდა. თორემ ვინ არიან ,,ნაციონალები”, რას აკეთებდნენ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის”, _აცხადებს კაკაბაძე.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.
დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.
შსს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია.
ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქალაქ თბილისში, გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი.