ფინანსთა სამინისტრო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს " უპირისპირდება. ამის მიზეზი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც, ხადურის უწყებამ 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი მონაცემები გამოაქვეყნა. ნოდარ ხადური ამ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და ორგანიზაციას მეტი პროფესიონალიზმის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მინისტრის მტკიცებით, გასულ წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, ნამეტი თანხის ბიუჯეტში მიმართვის აუცილებლობა კი არ იყო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კრიტიკას არ იღებს და დღეს საპასუხო განცხადების გაკეთებას აპირებს. ორგანიზაცია იმის დამტკიცებას სეეცდება, თუ როგორ ახდენს ფინანასთა სამინისტრო ციფრებით მანიპულირებას. . "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, გასულ წელს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70 მილიონი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარს გადააჭარბა.