რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს ე.წ. „ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის სოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ”, რომელსაც 2015 წლის 18 მარტს ქ. მოსკოვში მოეწერა ხელი.
ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ხელი მოეწერა ამ ე.წ. „ხელშეკრულებას“ და ხაზს უსვამს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, არც ერთი ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და რომელიმე სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არ შეიძლება იქნეს აღიარებული კანონიერად.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერა დამატებით რისკებს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში არსებული გაჭინაურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.