საქართველო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალების” მიერ დაანონსებული აქციის კომენტირებისას განმარტავს, რომ ის არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის აქცია, არამედ აქცია რომელიც ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება.
,,პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქცია არ არის მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქცია. დღეს საქართველოში მე მგონი ყველა ვხვდებით, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი შეხედულებებისა და წარსულის მიუიხედავად, ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. თუ ჩვენ გვსურს სამუშაო ადგილების დაკარგვა არ იყოს შეუქცევადი, თუ ჩვენ გვსურს ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და კიდევ უფრო ,,გაბანძება” არ იყოს შეუქცევადი, თუ ჩვენ გვინდა კორუფცია და ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად ხალხმა გამოხატოს აზრი. Yყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება”, _აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის განცხადებით, მთავრობა არსებობს არა იმისთვის, რომ პრემიები გამოიწეროს, არამედ იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ემსახუროს ხალხს.