ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ ,,ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ დოკუმენტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
,,ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ბულგარეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში და რეგიონში კონფლიქტების მოგვარების პროცესის განვითარების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას და ისევე როგორც 2014 წელს ნოემბერში აფხაზეთთან ხელმოწერილ ანალოგიურ დოკუმენტს, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ბულგარეთი არ ცნობს საქართველოს გამოყოფილ რეგიონებს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და სრულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, _ნათქვამია განცხადებში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.