Deutsche Welle ევროკომიის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველომ და უკრაინამ, შესაძლოა მიმდინარე წლის მაისის თვეში ევროკავშირთან სავიზო შეთანხმების მიღებას მიაწიონ, თუმცა, ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის შესახებ, ჯერ-ჯერობით, მზად არ არის.
მანამდე, ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით, ორივე ქვეყანამ თავიანთ თავზე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ.
,,საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან სავიზო შეთანხმების მიღწევის შანსი უკვე მაისში ექნება.” - აცხადებს Deutsche Welle.