მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ,,ნაცმოძრაობის” დეპუტატის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აცხადებს, რომ ავეჯი შეძენილი არ არის პრემიერისთვის, არამედ იმ სივრცისთვის რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება.
ამასთან ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ნადირაშვილმა არასწორი ციფრები დაასახელა.
,,ნამდვილად იქნა გაფორმებული ორი ხელშეკრულება ერთი დეკემბრის შუა რიცხვებში და მეორე დეკემბრის ბოლოს იტალიურ კომპანიასთან, რომელიც შეეხებოდა ავეჯის შესყიდვას. თუმცა ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტად წარმოდგენილი. ავეჯი შეძენილი არ არის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ავეჯი შეძენილია იმ სივრცისთვის რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში არ გვქონდა და არ გვქონდა შესაბამისი სივრცე რომელიც საჭირო იყო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად”, _განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე რემონტის ფარგლებში ეწყობა მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად სივრცეები, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება.
,, ქალბატონი ირმას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო არასორი ციფრები მაგალითად იქ სადაც უწერია, ვთქვათ რომ ერთი სკამი ღირს 15 ათასი, სინამდვილეში 24 სკამია, ის ციფრი სადაც უწერია რომ რაღაც ნივთი ღირდა 24 ათასი, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო, ანუ 2 000-ლარი. ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ იყო გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია და ეს არ მიზეზი რის გამოც არ შეესაბამება ინფორმაცია სინამდვილეს”, _განაცხადა ცქიტიშვილმა.
,ნაცმოძრაობის” დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იტალიაში შეკვეთილი ავეჯის ნუსხა, ფოტოები და ღირებულება წარმოადგინა. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადადა პრემიერმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა
დეპუტატის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისთვის შეკვეთილი ავეჯის ჩამონათვალშია სავარძლები, სამზარეულოს მაგიდა, სამზარეულოს სკამი, ორადგილიანი დივანი, საწოლი ბატუტით, ორთოპედიული მატრასი და ა.შ.
ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობას არ სურს, უარი თქვას თუნდაც იმ ელემენტარულ ფუფუნებაზე რასაც მსგავსი ნივთების შეძენა ქვია.
,,პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი, სწორედ ის რბილი ავეჯი რომლის შესყიდვა თავისივე ხელმოწერით აკრძალა. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან ,,ლაივსტილთან“ და ,,იტალ დიზაინთან”. ,,ლაივსტილთან“ _26 ათასი ევროს ფარგლებში და პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს სავარძელი_ 5 760-ლარი, სკამები_11 ათას ორასოცდათორმეტი ათასი ლარი,ორი მაგიდა 3 ათას 192 ლარი, ორი მაგიდა ორი ათას 160-ლარი, ორი მაგიდა ორი ათას 780 ლარი, დივანი 19 ათას 104-ლარი, სავარძლები 25 ათას 344 ათასი ლარი”, _განაცხადა ნადირაშვილმა.
ნადირაშვილის განცხადებით, რაც შეეხება ,,იტალ დიზაინს” აქ ხელშეკრულება გაფორმებულია 41 ათასი ევროს ფარგლებში.