საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას "ცინიკურ დამთხვევად" აფასებს.
ბერუჩაშვილის თქმით საკმაოდ რთული ფონია და ქართული მხარე მუშაობს პარტნიორებთან, რომ ეს ფაქტი შესაბამისად შეფასდეს.
,,ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. ძალიან ცინიკურია, რომ ეს მომენტი დაემთხვა ჟენევის მოლაპარაკებას. ფონი რთულია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას შესაბამისი შეფასება მიეცეს, ასევე ზოგადად რუსეთის ქმედებებს, რომელიც ძირფესვიანად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს”, _განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდება. ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება მოლაპარაკებების შემდეგ არის დაგეგმილი.