თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად "ტრანს-ანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის" პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობდა.
გაზსადენის მეშვეობით კასპიის გაზი ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება.
ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად ყარსის კავკასიურ უნივერსიტეტში ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეხვდა. მათთან საუბრისას პრეზიდენტმა თურქეთში ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.