იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იტალიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო და მისი მოადგილე სტეფანო კრეშენცი ესტუმრნენ.
იტალიელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
კაპიტანმა დანიელე სივიკომ, იტალიის სახელით, უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.