საგარეო უწყება სტამბულში საქართველოს გენერალურ კონსულის ირაკლი ასაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” სამინიტროში განუცხადეს თავად კონსულის კომენტარს უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.
სტამბულში საქართველოს გენერალურ კონსულს მეგობარი გოგონას ცემაში ადანაშაულებენ.
თურქული გაზეთის "ჰარიეტის" ინფორმაციით, ირაკლი ასაშვილმა მოლდოველ პარტნიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შედეგად გოგონას სახეზე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა.
გამოცემა წერს, რომ წყვილი ორი წელია ერთად ცხოვრობს. ბოლო თვეების განმავლობაში კი მათ ურთიერთობა დაეძაბათ.