კრაკოვში პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის ცხედრები პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავით უკვე გადასვენეს.
ამჟამად სამგლოვიარო კორტეჟი ძველ დედაქალაქში წმინდა მარია ბაზილიკისკენ მიემართება, სადაც პოლონეთის პრეზიდენტთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ლეხ და მარია კაჩინსკებს ვერცხლის ზარების კოშკთან, კრაკოვის ვავერი სასახლის კათედრალურ ტაძარში დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას მხოლოდ ნათესავები და უახლოესი მეგობრები მიიღებენ.
პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვისას 21 საარტერიო ზალპს გაისვრიან.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი კაჩინსკის და მისი მეუღლის კუბოს სარკოფაგში მოათავსებენ. მხოლოდ სარკოფაგის ზედა ქვის წონა 600 კგ.-ს შეადგენს, რომელზეც ამოტვიფრულია პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახლები, დაბადების და გარდაცვალების თარიღების გარეშე და ჯვარი.