თბილისის მერის ახალ მოადგილეებს საკრებულო დღეს დაამტკიცებს. ახალი მოადგილეები და დედაქალაქის მთავრობის რამდენიმე ახალი წევრი დავით ნარმანიამ გასულ კვირას წარადგინა. კანდიდატურებს გუშინ საკრებულოს წევრებმა მოუსმინეს. უმცირესობამ მათ უნდობლობა გამოუცხადა. მმართველი პოლიტიკური ძალა კი დარწმუნებულია, რომ საკრებულო ახალ კანდიდატურებს დღეს გართულებების გარეშე დაამტკიცებს.