ქ. ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტის საპარლამენტო დელეგაციების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს და სომხეთის პარლამენტის წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის არჩევის საკითხი განიხილეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მხრიდან ევრონესტის მოქმედმა თანაპრეზიდენტმა, უკრაინის პარლამენტის წევრმა, ბორის ტარასიუკმა აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს.
ხვალ, 17 მარტს ევრონესტის თანაპრეზიდენტის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის კანიდიდატურა წარდგენილი იქნება საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, ხოლო 18 მარტს აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარულ სხდომაზე მოხდება კენჭისყრა.