პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა. ამის შესახებ, განცხადება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდეტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.
ფხალაძის ინფორმაციით პრეზიდენტი გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის პრეზიდენტი ისაუბრებს საგარეო ურთიერთობების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
"გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მისი გამოსვლა, ბუნებრივია, უნდა ეხმიანებოდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული. ვეცადეთ, დღევანდელ შეხვედარზე მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე და, რომელთა კვლევაშიც აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, ვიცოდეთ ყველა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია", - განაცხადა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პარალამენტში გამოსვლა 18 მარტს იყო დაგეგმილი.