ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიის პარლამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს მოახდინა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცედურა დროში გაჭიანურდა.
ახლადარჩეული პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად 2015 წლის 19 თებერვალს აირჩიეს, მოვალეობის შესრულებას ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი კი პირველი მარტიდან შეუდგა.