უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ.
გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ორი კვირის წინ დახურულ ფორმატში იმსჯელა, დღეს კი მას დეპუტატები პირადად შეხვდებიან.
ფრაქციის სხდომა 17:00 საათზეა დანიშნული.
საპარალემნტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მომავალ კვირას 18-20 მარტის სესიის ფარგლებში გეგმავს.