რუსეთის პრეზიდენტი ცნობილი მწერლის, ვალენტინ რასპუტინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა, თუმცა საჯარო განცხადება პუტინს არც ამჯერად გაუკეთებია. კრემლის ლიდერის 10-დღიანი გაუჩინარების გამო მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს მისი პრეს-სამსახური უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა 5 მარტის შემდეგ პუტინი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინი სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი გახდა, სხვა ვერსიით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.