ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ სამედიცინო ექსპერტს, ლევან ჩაჩუას განაჩენს დღეს გამოუტანენ. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ჩაჩუას გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ ის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.