,,პროკურატურა გავიდა კონსტიტუციური სივრციდან”, _განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამღტლოში.
უგულავას განცხადებით, მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
„შაბათი და კვირა იყო სპეციალურად შერჩეული, ვიცით როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე.მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არც ერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ქვია კონსტიტუციის გაუპატიურება.ალბათ თქვენ ლოგიკას სწავლობდით ბატონო მოსამართლე. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს რომ იყოს პატიმრობაში. მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს ვიყო პატიმრობაში ამიტომ თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე.მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია,“-განაცხადა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე.
მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა უგულავამ სიტყვის დასრულების შემდეგ სასამართლო დარბაზი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ უგულავას, დავით კეზერაშვილს, და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია “იმედის”, "მთაწმინდის პარკისა" და რუსთავის მეტალურგიული ქარხანის საქმეებზე დაუმძიმდათ.
ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმების მიზეხზად ადვოკატები ერთ კონკრეტულ გარემოებას ასახელებენ-მათი მტკიცებით, თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა 2 აპრილს ეწურება, საქმე კი სავარაუდოდ გიგი უგულავას გამართლებით დასრულდება. სწორედ ამიტომ დაცვა ირწმუნება, რომ პროკურატურა უგულავას დამძიმებულ ბრალდებაზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, რომ ყოფილი მერი კვლავ პატიმრობაში დარჩეს.