ჰონკონგში სასტუმრო Dorsett Hotels & Resorts-ი საკუთარ სტუმრებს უფასოდ სმარტფონებს სთავაზობს. ანუ სასტუმროს სტუმრები, სასტუმროში ყოფნის პერიოდში სმარტფონებს მიიღებენ, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენონ.
Android- მოწყობილობა, ინდივიდუალური ნომრით სასტუმროში შესვლისას მიეწოდება სტუმარს.
აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია ასევე Dorsett-ის სხვა ქსელებშიც: Dorsett Mongkok, Dorsett Tsuen Wan, Cosmopolitan Hotel Hong Kong and Dorsett Kwun Tong.
სმარტფონში ჩატვურთული იქნება რუკა და ადგილობრივი საჭირო ნომრები.
ადგილობრივი ზარები უფასო იქნება. ასევე უფასო იქნება ზარები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ჩინეთის, ავსტრალიის, კორეის, მალაიზიისა და სინგაპურის მიმართულებით.