,,ეს არის მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა”, _განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძე პარალამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლას შეფასებისას. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გეგმის წარდგენისთვის მზად არ იყო.
,,ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ ქამრების შემოჭერაზე. ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ჰგონია, რომ ქვეყანაში დალხენილად ცხოვრობენ, თუმცა ეს აბსურდია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო, არ ჩატარდა.
სხდომის გახსნის წინ ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ იმყოფებოდა, რეგისტრაცია მხოლოდ 31-მა დეპუტატმა გაირა. რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი.
რეგლამენტის თანახმად, ხელახალი რეგისტრაცია კიდევ ორჯერ, 15 და 45 წუთის შემდეგ ჩატარდა, თუმცა აღნიშნული პროცედურა შესაბამისად 34-მა და 41-მა დეპუტატმა გაიარა.